Error
რუბრიკები
დეცენტრალიზაციის კონცეფციაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდში იმსჯელეს (video)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგილაშვილმა სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და მათთან ერთად  აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები განიხილა. სამინისტროს მიერ შემუსავებული რეფორმის შედეგად ორდონიანი-მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა ჩამოყალიბდება, რაც მოსახლეობას მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის მიღების მეტ საშუალებას მისცემს. გარდა ამისა 3 500 სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები შეიქმნება. რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება. შეხვედრაზე ისაუბრეს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზეც. "დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელის" ლაზარე ავალიანის განაცხადებით ზუგდიდის მოსახლეობამ თვითონ უნდა აირჩიოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ქალაქს უხელმძღვანელებს. ეს პროცესი კი ადგილობრივი საჭიროებების უკეთ განსაზღვრას შეუწყობს ხელს. რეგიონული განვითარების ადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირევლმა მოადგილემ,  თენგიზ შეგილაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის ძირითადი მიზანი ქალაქებში სრულყოფილი თვითმმართველობის მიღებაა რომელსაც საკუთარი აღმასრულებელი რგოლი და საკუთარი, დამოუკიდებელი ბიუჯეტი ექნება. ასევ პროექტის თანახმად საგადასახადო  შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით ადგილობრივი ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები იქნება გათვალისწინებული. თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა რეგიონებში დღეს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.
Print