Error
რუბრიკები
"სამეგრელო ჩემო"-გალერეაში ფოტო გამოფენა გაიმართა (video)
სამეგრელო ჩემო-ღონისძიება ამ სახელწოდებით ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ კლუბ „ორტუსის“ ორგანიზებით გაიმართა. კლუბი“ ორტუსი“ პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“- ფარგლებში ჩამოყალიბდა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება, ფინანსურ მხადაჭერას კი USAID უცხადებს. არტ-გალერეაში გამართულ ღონისძიებაზე კლუბის წევრების მიერ გადაღებული ფოტოები იქნა წარმოდგენილი. ფოთო ნამუშევრები მოყვარულების მიერ სამეგრელოშია შესრულებული და სამეგრელოს ტრადიციებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას ასახავს. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ძველებური ნივთები. ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც ახალგაზრდები არ ჰკარგავენ თავიანთ ტრადიციებს და საზოგადოებაში მათ პოპულაიზაციას ახდენენ. შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.
Print