Error
რუბრიკები
ზუგდიდში დღეიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოცდაათივე ტერიტორიულ ორგანოში  სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო. პირველად კომბინირებული ბარათები  ახალსოფლის მოსახლეობამ მიიღო. აღნიშნულ ფაქტს სოფლის მკვიდრნი დადებითად აფასებენ და მთავრობას მადლობას უხდიან. როგორც გლეხები რადიო „ათინათთან“ საუბარში ყვებიან მათ  საგაზაფხულოდ საყანე მიწის დასამუშავებლად 100-დან 200 ლარის ოდენობის თანხის  გადახდა უწევდათ. მათივე თქმით ამ წელს პრობლემა მოგვარებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი თოდუას თქმით,  მთლიანობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით   23 ათას რვაას ოცდასამი ბენეფიციარი მიიღებს კომბინირებულ ბარათს და საყანე მიწების დასამუშავებლად სოფლებს სულ  88 ერთეული  ტრაქტორი მოემსახურება. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესს კოორდინირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა და ზუგდიდში სასოფლო სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი ლერი დოჩია გაუწევენ. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, 11 თებერვლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო. სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, მთლიანობაში, 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის საერთო ღირებულება კი 180 მილიონ ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, გლეხებს ორი ტიპის ბარათები დაურიგდებათ, განმარტავს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე: ”პირველი - ეს არის ბარათი, რომელის მიმღები ყველა ადამიანი შეძლებს თავისთვის საჭირო მომსახურების მიღებას, - ვგულისხმობ მიწის მოხვნას და გაფხვიერებას. მეორე ბარათი ნედლეულისა და ინვენტარის შესაძენად არის გამიზნული და მის დარიგებას მარტიდან დავიწყებთ”. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მომხმარებლები სამ ძირითად კატეგორიად იყოფიან. 0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით სახნავი ფართობის მქონე მიწათმესარგებლეები მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, ერთ ჰექტარზე 510 ლარის.
Print