Error
რუბრიკები
ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვენ (video)
"ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფმა" მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვდრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ  შერგილაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დროს სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის გეგმის განხილვისას გაჟღერებული ინიციატივა იყო. შეგრილაშვილმა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე გაამხვილა ყურადღება. „ჩვენ გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ზუგდიდს აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი“-აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მერაბ დანელიამ. საკუთარი ხელისუფლის არჩევის საშუალება ზუგდიდს 2006 წელს წაერთვა. დღეის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოიაზრება ერთი ქალაქი, რომელიც პირიბითად არის მითითებული და 30 ტერიტორიული ერთეული, სოფლის გამგეობების სახით, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი მერაბ ქვარაია და დასძენს, რომ ზუგდიდი იმსახურებს იდგეს საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების გვერდით და თვითონ აირჩიოს თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ასევე ქალაქის არჩევითი პირველი პირები. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიები უნდა გაიმართოს და აქტიური იყოს კანონის ფორმირების მიმდინარე პროცესში ჩართულობა, რათა ამ პროცესში აღიდგინოს ქალაქმა ის სტატუსი, რომელიც მან დაკარგა, თუ დააკარგინეს,- აღნიშნავენ "ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის" წევრები. ამავე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მამუკა წოწერია ფიქრობს, რომ ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებას ურბანული, დემოგრაფიული, ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები გააჩნია. ქალაქისთვის სტატუსის აღდგენა ასევე მმართველობითი ფუნქციების დეცენტრალიზაციას გამოიწვევს.
Print