PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/SAM_2427.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დავით სერგიენკო:" საავადმყოფოებში პრობლემები მრავლადაა, თუმცა მოუგვარებელი არცერთი" (video)
23:57 / 20.03.2013
ზუგდიდის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო სტუმრობდა. სერგიენკომ მედპერსონალთან ერთად საავადმყოფო დაათვალიერა და მოგვიანებით, მედიცინის მუშაკებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართა. აუდიტორიაში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მედიკოსები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მინისტრს, მათ სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.
მინისტრთან შეხვედრაზე ძირითად პრობლემად, დაბალი ხელფასები და სადაზღვევო კომპანიებთან დაურეგულირებელი ურთიერთობა დასახელდა, შეხვედრის ნაწილი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს დაეთმო.
მინისტრი ყველა მომხსენებლისგან კონკრეტულ ფაქტებს და საჭიროების სწორ განსაზღვრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად განუცხადა დარბაზს, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე პასუხი არ ან ვერ ექნებოდა.
სერგიენკო მედიასთან საუბარში შეხვედრას დადებითად აფასებს და ყველა პრობლემურ საკითხს, რომელიც აუდიტორიაში წამოიჭრა ადეკვატურს უწოდებს. სერგიენკოს თქმით ამ სფეროში მრავლადაა სისტემური პრობლემები თუმცა მოუგვარებელი არცერთი მათგანი არ არის.
მინისტრის ვიზიტს დადებითად აფასებს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ქირურგი პაატა დამენია და დასძენს, რომ მათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები