PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/tvitmmartveloba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე ხელმოწერების შეგროვება იწყება (video)
18:39 / 22.03.2013
„ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივ საინიციატივო ჯგუფმა“ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ მოწვეულნი.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, მერაბ ქავარიამ შეხვედრის დასაწაყისში აღნიშნა, რომ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასა და მის სახელისუფლებო მოწყობაში ყველა ზუგდიდელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
მერაბ ქვარაიამ დეცენტრალიზაციის პროცესის ძლიერ მხარეებზე გაამხვილა ყურადღება და რამდენიმე კომპონენტი ჩამოთვალა. მისი განმარტებით ხელისუფლების დეცენტრალიზაცია დემოკრატიული პრინციპების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მნიშვნელოვანია მმართველი ფუნქციების ეფექტური გადანაწილება და მნიშვნელოვანი საკითხების დამოუკიდბლად გადაწყვეტა.
ქალაქის მუნიციპალური პოილიციის შექმნა, ქალაქის ბიუჯეტის ფორმირება,მართვა და გამჭვირვალეობა, ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი ქონების ეფექტური მართვა და ადმინისტრაციული ხელისუფლების დონეზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ განაცხდა, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა სტატუსის მინიჭებაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ დამატებით რა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიანიჭებს რეფორმა ქალაქს.
ამავე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გურამ ჩიხლაძემ მედიასთან საუბარში განაცხდა, რომ რეფორმა ორდონიან თვითმმართველობას გულისხმობს, რაც ქალაქების თვითმმართველ ერთეულებად გამოყოფას ნიშნავს, ასევე შეიქმნება ახალი ქალაქები, ერთ-ერთი კანდიდატი ამ მხრივ დაბა „ჯვარია“. რაც შეეხება პირველ დონეს, ანუ სოფლებს ისინი არ იქნებიან დამოკიდებულნი ქალაქზე და თვითმმართველი ქალაქის დამოუკიდებელი სუბიექტები იქნებიან, აღნიშნავს ჩიხლაძე.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე თუ რა რისკები და გამოწვევები შეიძლება ახლდეს დეცენტრალიზაციის პროცესს, გურამ ჩიხლაძემ უპასუხა, რომ ძირითადი რისკები არის ის, რომ თუკი საზოგადოება არ დააყენებს კონკრეტულ საკითხებს: უფლებამოსილების გადანაწილებისა და ქონების მართვის შესახებ შეიძლება საკითხები ისევ ცენტრიდან გადაწყდეს. „ვთვლით რომ საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, თუ რა უნდა მას და რატომ უნდა, იმისთვის, რომ რისკები იმთავითვე თავიდან იქნეს აცილებული.“-აღნიშნავს ჩიხლაძე.
მასალის გამოყენების პირობები