PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/devnilebiiiiiii.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დევნილები: "სრულ ანტისანიტარიულ პირობებში ვცხოვრობთ და ყურადღებას ვითხოვთ" (video)
18:06 / 25.03.2013
ზუგდიდში, ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე მათ დროებით საცხოვრებელზე ანტისანიტარიული ღონისძიების ჩატარების და ერთჯერადი სახის დახმარების მოთხოვნით, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის, ირაკლი ქოჩუას სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ. დევნილები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი დევნილთა სამმართველოს შენობის დატოვებას არ აპირებენ და უვადო შიმშილობას, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დაიწყებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის ირაკლი ქოჩუას განმარტებით აღნიშნულ საკითხზე დევნილთა სამინისტრო ინფორმირებულია. მისივე თქმით შეუძლებელია ერთ დღეში დევნილების მოთხოვნა დააკმაყოფილებულ იქნეს. თუმცა ქოჩუამ დასძინა, რომ არსებობს სპეციალური დევნილთა სამინისტროს პროგრამა, რომლის მიხედვითაც თითოეული დევნილი ოჯახი საცხოვრებელ სახლს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები