Error
რუბრიკები
ყოფილი პოლიტპატიმრები: ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს (video)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში პოლიტპატიმრები საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრაზე საზოგადოების წინაშე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, გიორგი გაჩიჩილაძე და ყოფილი პოლიტპატიმრები წარსდგნენ. როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, შეხვედრის ძირითადი მიზანი ახალი მოძრაოის შექმნის შესახებ საზოგადოების დაუწყებაა. ცნობილი გახდა, რომ 14 აპრილს სპორტის სასახლეში პოლიტპატიმართა ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართება, სადაც  მათი შემადგენლობით ახალი მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. შეხვედრაზე სხვასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პოლიტპატიმრებიც ჩამოვლენ. მოძრაობის მთავარი ლოზუნგი ნაციონალური ფრაქციის წარმომადგენლების გასამართლების მოთხოვნა იქნება. მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ პოლიტპატიმრები ნაციონალური ფრაქციის წევრების მოღვაწეობის შეფასების საკითხს პარლამენტში დააყენებენ. კაკბაძის განცხადებით არჩევნების შემდეგ საქართველოში არ შეცვლილა ყველაზე მთავარი რამ, არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენა და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება 14 აპრილის შემდგომ. გიორგი გაჩიჩილაძის განცხადებით ხალხის პირველი „შეკვეთა“ ახალი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის იყო  სამართლიანობის აღდგენა, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს. მოძრაობა დაიცავი საქართველოს წარმომადგენელმა კახა მიქაიმ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების ინიციატივას ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს და ისინი 14 აპრილს ყრილობას შეუერთდებიან. „სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რადგან სამართალის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. არა კოჰაბიტაციას ნაციონალებთან,“-აცხადებს მიქაია.
Print