სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფოთში სარაგბო ბაზა "პარკ-არენა" გახსნა.
ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. აქ განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი, რომელიც 2 500 მაყურებელზეა გათვლილი და ხელოვნურსაფარიანი, რომელიც 500 მაყურებელს იტევს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.
"პარკი-არენას" ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს. ფოთის სარაგბო ბაზა "პარკი-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო.
სარაგბო ბაზის გახსნას დაესწრნენ: სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
მასალის გამოყენების პირობები