რუბრიკები
ფრანგული ომლეტი
ინგრედიენტები: • 4 ც. გახუხული პური. • 2 ს.კ. კარაქი. • ½ ჩ.კ. მარილი. • 0,125 გ. დაჭრილი ოხრახუში. • 1 კბილი ნიორი. • 30 გ. ყველი. • 1 ს.კ. წყალი. • 3 ც. კვერცხი. • 0,125 ჩ.კ. პილპილი. მომზადების წესი: ✔ წვრილად დაჭერით ნიორი და გახეხეთ ყველი. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. ✔ ტაფაზე გაადნეთ 1 ს.კ. კარაქი, მოათავსეთ მასზე გახუხული პური, მოაყარეთ მარილი და ოდნავ მობრაწეთ. შემდეგ მოასხით კვერცხი და ურიეთ წრიულად ისე, რომ არ შეეხოთ პურს. დაელოდეთ რომ კვერცხი შესქელდეს. ✔ მოაყარეთ ომლეტს ყველი და ოხრახუში. შემდეგ ყველს თანაბრად მოაყარეთ ნიორი და გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში. ✔ ძალიან ფრთხილად გადმოიღეთ ომლეტი ტაფიდან და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით
Print