Error
რუბრიკები
2 აპრილს ზუგდიდში 7093 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
2 აპრილს ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მომსახურეობის ცენტრის 7093 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ჩხოუშია (ქვესადგური ზუგდიდი-2) მიმდინარე სარემონტო სამუშოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის ქალაქის 7093 აბონენტს. ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print