Error
რუბრიკები
ალბომი “The Beatles” – ის ავტოგრაფებით 300 ათას დოლარად გაიყიდა
აშშ-ში გამართულ აუქციონზე „ბითლზ“ - ის მუსიკოსების მიერ ხელმოწერილი ალბომის ეგზემპლარი : „Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ", რეკორდულ ფასად, თითქმის 300 ათას დოლარად გაიყიდა. 1970 წლის ალბომი, უცნობმა ამერიკელმა კოლექციონერმა ინტერნეტით შეიძინა, იტყობინება ამერიკული გამოცემა the Hollywood Reporter. მანამდე „ბითლზ“-ის მუსიკოსების მიერ ხელმეწერილი ალბომი 150 ათას დოლარად გაიყიდა. სწორედ ამ თანხად შეაფასეს 2011 წელს ჯგუფის მეორე ალბომი Meet the Beatles, რომელიც 1964 წელს აშშ-ში გამოიცა. bbc
Print