Error
რუბრიკები
ხმაურის ფონზე ჩატარებული მოძრაობა „პატრიოტების“ პრეზენტაცია (video)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილი მოძარობა „პარტიოტების“ პრეზენტაცია ხმაურის ფონზე წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოძრაობა „პატრიოტების“ ზუგდიდის ოფისის თავმჯომარის, გოგი ხოჭოლავას განცხადებით დარბაზში აღმოჩნდნენ ისეთი ადამინები, რომლებიც არ იყვნენ მოწვეულთა სიაში. მათ შორის „დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები“, რომელთაც „პატრიოტის“ წევრები პოლიტიზირებულობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ისინი მოუწოდებენ ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ ყრილობაში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ აღნიშნა, რომ იძულებული გახდა სიტუაციის დასარეგულირებლად საპატრულო პოლიცია გამოეძახა, რადგან შეხევდრის ორგანიზატორმა განუცხდა, რომ ზოგიერთი დარბაზში მყოფი პიროვნება დებოშის მოწყობას ცდილობდა. მოძრაობა „პატრიოტების“ თავმჯომარე გოგი ხოჩოლავამ აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობასთან საუბარი მათი სამომავლო გეგმების შესახებ და არავითარ პოლიტიკურ დატვირთვას არ ატარებდა. პრეზენტაციის შემდეგ მოძრაობის წევრები ანაკლიაში წასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდნენ. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თეონა ქარდავა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა იყო მზადება 19 აპრილის ყრილობისთვის და მოძრაობა „პატრიოტები“ დაფუძნებულია სკოლის მოსწავლეების მიერ, რაც კანონდარღვევაა.
Print