Error
რუბრიკები
თენგიზ გუნავას განცხადებით ლევან კონჯარიას პროკურატურაში დაბარება 19 აპრილს უკავშირდება (video)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე ლევან კონჯარია პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. გუნავას განცხადებით  კონჯარიასთვის არ განუმარტავთ თუ რა არის პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი, სავარაუდოდ  საქმე კონჯარიას მიერ პიროვნებების სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებას ეხება. გუნავა განმარტავს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება 19 აპრილს დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას უკავშირდება, რადგან კონჯარია ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის აღმასრულებელი მდივანია. მისივე თქმით კონჯარია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. გუნავა ასევ ზუგდიდი-წალენჯიხის მიმართულებით მოძრავი ე.წ. „ყვითელი ავტობუსი“–ს მოძრაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეეხო და აღნიშნა, რომ აღნიშნული მარშუტი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის დავით ბელქანიას  პირადი ინტერესის საფუძველზეა გაუქმებული.
Print