Error
რუბრიკები
ლეონარდო დი კაპრიო და ტომ ჰენკსი გორბაჩოვზე ფილმს გადაიღებენ
ჰოლივუდის მსახიობები ლეონარდო დი კაპრიო და ტომ ჰენკსი პირველი და ერთადერთი საბჭოთა პრეზიდენტის შესახებ ფილმის პროდიუსერები გახდებიან, იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Deadline.com. პროექტში მონაწილეობას ასევე კომპანია HBO Films მიიღებს. ფილმის კონსულტანტი თავად გორბაჩოვი იქნება. საიტის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის ლიდერზე ფილმის გადაღების იდეა დი კაპრიოს გორბაჩოვის პირადად გაცნობის შემდეგ მოუვიდა თავში. 2007 წელს დი კაპრიომ გორბაჩოვი გარემოს დაცვის პრობლემებისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში "მეთერთმეტე საათი" მონაწილეობისთვის მიიწვია. 2011 წელს გორბაჩევმა მსახიობს ფონდ Cinema for Peace-ის პრემია გადასცა.
Print