Error
რუბრიკები
„ზუგდიდი გარინდული წამი“ გამოფენა-აქცია ART-გალერეაში (video)
ზუგდიდის ART-გალერეაში გამოფენა-აქცია, „ზუგდიდი გარინდული წამი“ გაიმართა. აქციაზე წარმოდგენილი იყო ლუიზა ციმინტიასა და ვალიკო კემულარიას მიერ შემონახული ძველი ზუგდიდის სურათები და სხვადასხვა კომპოზიციები. გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება. „ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის“ მერაბ ქვარაიას განცხადებით ხელმოწერების შეგროვებას სიმბოლური ხასიათი აქვს. "ზუგდიდის მოსახლეობამ ამ კონტექსტში უნდა თქვას თავისი სიტყვა და გამოხატოს თავისი პოზიცია, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ზუგდიდის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების საკითხთან დაკავშირებით",-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ. გამოფენაზე წარმოდგენილი სურათებისა და კომპოზიციების ერთ-ერთმა ავტორმა თემურ კემულარიამ განაცხადა, რომ გამოფენის მოწყობა ერთგვარი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ყველა ზუგდიდელისთვის, რომ ზუგდიდს შევუნარჩუნოთ ისტორია, რადგან ისტორია გვაყალიბებს მოქალაქეებად. გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს ზუგდიდის ART-გალერეაში რამდენიმ დღის განმავლობაში ექნებათ.
Print