Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახნავი სამუშაოები დაიწყო (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში გათვალისწინებული სახნავი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები მუნიციპალიტეტის 30 სოფელში ერთდროულად დაიწყო და ამისთვის 52 ტრაქტორია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტოერიაზე 7 360 ჰექტრამდე საყანე მიწა დამუშავდება, დამუშავების პროცესი 20 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც პროგრამის მეორე ნაწილი, ანუ თესვა დაიწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია, სამუშაოების დაწყებას მის მოადგილესთან გიორგი თოდუასთან და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსთან ლერი დოჩიასთან ერთად სოფელ კახათში დაესწრო. სოფელ კახათის მოსახლეობა მედიასთან საუბარში კმაყოფილებას გამოთქვამს და იმედოვნებენ, რომ გამგეობა მათ დახმარებას გააგრძელებს. კახათის მკვიდრმა ავთანდილ სვირავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათების წყალობით მინიმუმ 300 ლარის ოდენობის თანხა დაზოგა. „ძალიან კმაყოფილები ვართ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსი პროექტები ძალიან წაადგება გლეხებს, რადგან შარშან თანხის უქონლობის გამო ბევრმა ვერ მოახერხა მიწის დამუშავება“,-აღნიშნა ავთანდილ სვირავამ.
Print