PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/witlidze-surati-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

„სამეგრელოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა“, მოძრაობამ „ანაკლია არ გააჩერო“ და რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სამხარეო პოლიციაში წერილი შეიტანა.
„სამეგრელოს ახლგაზრდული საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენლის ანი წითლიძის განცხადებით, მათი ჯგუფის ორგანიზებით შაბათს 20:00 საათზე განმუხურის ამფითეატრში გაიმართება აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ანაკლია ჩვენი მომავლის ქალაქია!“
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: მუსიკალური ჯგუფი "ურსა", აჩიკო გულედანი, "მწვანე ოთახი", ზუმბა და სხვები. აქციის მიზანია მხარი დაუჭიროს ანაკლიის საკურორტო ზონის განვითარებას და გამოხატოს ახალგაზრდების პოზიცია და სურვილი ანაკლიის განვითარების და მშენებლობების გაგრძელების აუცილებლობაზე.
წითლიძე აღნიშნავს, რომ მათი თხოვნა გამგეობის სამსახურისადმი არის, რომ გამგეობამ უზრუნველყოს კონცერტზე დასწრების
მსურველი ახალგაზრდების ტრანსპორტირება, ხოლო პოლიციას თხოვენ უზრუნველყონ წესრიგის დაცვა კონცერტის მსვლელობისას, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები და ორგანიზაციები ემზადებიან პროვოკაციისთვის.
ანი წითლიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და მათ საქმიანობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები