Error
რუბრიკები
დღეს ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დღეს, 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდში 1358 აბონენტს შეუწყდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ვექტორის“ 10 კილოვატიანი შემყვანი. ურიდიას განმარტებით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print