Error
რუბრიკები
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯომარის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატურა წარადგინეს (video)
ზუგდიდში, ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯომარის პოსტზე გიორგი შერვაშიძის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფი კოალიცია ქართული ოცნების აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკოორდინაციო საბჭოს ყოფილი წევრების მიერ არის შექმნილი. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გოდერძი გუნია აცხდებს, რომ გიორგი შერვაშიძე ამ პოსტზე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შერვაშიძესთან შეხვედრა დადიანების მუზეუმის ეზოში შედგა, აქვე იმყოფებოდა დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ  შერვაშიძე ღირსეული პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს  კონფლიქტის მოსაგვარებლად. თავის მხრივ გიორგი შერვაშიძე აცხადებს, რომ მასაც იგივე პრიორიტეტები აქვს, რაც სხვა კანდიდატებს, მთავარი მათი განხორცილებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი სახალხო დიპლომატიის აღდგენა და აფხაზების ნდობის დაბრუნებაა. გიორგი შერვაშიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში ექსპერტის პოზიციას იკავებს.
Print