PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sergenkoo.mzaa-sabolooo.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდიში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი აშენდება (video)
20:44 / 16.04.2013
„დიდი, ამბიციური და ცალსახად რეალიზებადი პროექტი,“ ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ ზუგდიდში ახალი კლინიკის მნეშებლობის დაწყება. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილა.
სერგენკო აღნიშნავს, რომ ამ კლინიკის რაოდენობრივ-თვისობრივი მაჩვენებელი ძალიან დიდი იქნება და მინიმუმ 120 ადგილიანი სამედიცინო ცენტრი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება. აქ ხარისხრიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც შესძლებს. მშენებლობა დაახლოებით 2014 წლის ბოლოს დასრულდება.
„რა თქმა უნდა ჩვენ შესწავლილი გვაქვს ადგილობრივი სამედიცინო სიმძლავრეები, მიუხედავად ამ პროექტის მასშტაბურობისა ჩვენ ისიც გავითვალისწინეთ, რომ კლინიკამ არაჯანსაღი კონკურენციის მხრივ არ უნდა შეუქმნას პრობლემები არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს, ანუ მოხდება იმ საჭიროებებზე მუშაობა რაც ადგილობრივ დონეზე იკვეთება. დასაქმდება მინიმუმ 500 ადამიანი, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები“,-აღნიშნავს სერგენკო.
მასალის გამოყენების პირობები