PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/nanuashvili-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

უჩა ნანუაშვილი ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილების პრობლემებს ადგილზე გაეცნო (video)
18:03 / 17.04.2013
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. ფოცხო ეწერში დევნილთა 137 ოჯახია დასახლებული. მათგან 73 აქ 1993 წლიდან ცხოვრობს.
დევნილები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს უჩივიან, ისინი აღნიშნავენ, რომ ფოცხო-ეწერი გარე სამყაროს პრაკტიკულად მოწყვეტილია. საცხოვრებელ სახლებში არსებული ნესტის გამო მაცხოვრებლები ხშირად ავადმყოფობენ.
ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ისინი უმუშევრობას ასახელებენ. ექმნებათ ასევე ტრანსპორტირების პრობლემაც. ადგილზე არ ფუნქციონირებს აფთიაქი და მოსახლეობას პრობლემები აქვს მედიკამენტებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი დევნილი, ოთხი შვილის დედა ჟანა არქანია ამბობს, რომ მისი შვილი ასთმით არის დაავადებული და ამიტომ მისთვის აუცილებელია სხვაგან გადასახლდეს.
ავადმყოფი შვილის დედაა თბილისიდან 3 წლის უკან ჩამოსახლებული დევნილი ნინო თავთქილიძეც, იგი აღნიშნავს, რომ მედიკამენტების უქონლობის გამო იძულებული ხდება შვილი 4 თვეში ერთხელ საავადმყოფოში დააწვინოს.
სახალხო დამცველმა დევნილთა რამდენიმე საცხოვრებელი დაათვალიერა, მათი საჭიროებები მოისმინა და აღნიშნა, რომ ფოცხოში ნანახმა მძიმე მდგომარეობამ მოლოდინს გადააჭარბა და აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა დევნილთა პრობლემებზე რეაგირება მოახდინონ.
მასალის გამოყენების პირობები