Error
რუბრიკები
ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს ზუგდიდის გამგეობა შვიდიათას ლარს ჩაურიცხავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს 7 ათასს 300 ლარს  ტაძრის მშენებლობის დასრულებისთვის ჩაურიცხავს რათა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძარში მოხერხდეს წირვა-ლოცვის აღვლენა. აღნიშნული თხოვნით ზუგდიდის გამგეობას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ მიმართა. მეუფე გერასიმეს წერილი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად, გამგეობამ წარადგინა და დეპუტატებმა  გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2013წლის  4 აპრილის # 311 განკარგულების მიხედვის  რეგიონებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 96, 300 ლარი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხება. აღნიშნული თანხა მოხმარდება, რამდენიმე სოფელში  კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ჩასატარებელ პროცედურებს  და პროექტის მოსამზადებელ პროცესებს.
Print