Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სააღდგომოდ პრემიებს მიიღებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიებს მიიღებენ. აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს იქნა განხილული  და დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს. ამავე სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის  საცხოვრებელი სახლების გადასახური მასალების შესაძენად საკრებულომ ზუგდიდის გამგეობას გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნაზე  თანხმობა  ერთხმად მისცა.
Print