Error
რუბრიკები
დევნილების განცხადებით მათთვის დარიგებულმა ჰიგიენურმა საშუალებამ 4 წლის ბავშვი მოწამლა (video)
ზუგდიდში პოლიტექნიკური ტექნიკუმის შენობაში ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, რომ მათთვის გუშინ დარიგებული ჰიგიენური საშუალების მოხმარების გამო 4 წლის ნიკოლ ტრაბშმა ინტოქსიკაცია მიიღო. ერთ-ერთი დევნილი აღნიშნავს, რომ მათთვის დარიგებული საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური მოხმარების საგნები გამოუსადეგარი და ვადაგასულია. მისივე განცხადებით 4 წლის ბავშვის მოწამვლის მიზეზი სწორედ ვადაგასული კბილის პასტა გახდა. დახმარება დევნილებს "დევნილთა საინიციატივო ჯგუფის" წარმომადგენლების მიერ დაურიგდათ, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ქეთინო ჯობავა რადიო „ათინათთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დევნილებისთვის დარიგებული ნივთები კობა სუბელიანის საწყობიდან იყო, რომელიც თბილისში აღმოაჩინეს.  ქეთინო ჯობავა ასევე აცხადებს, რომ დევნილებისთვის აღნიშნული ნივთების დარიგების შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საქმის კურსში იყო. „დევნილებმაც კარგად იცოდნენ, რომ ეს ნივთები იყო გადანახული და ვადაგასული. იგივე კბილის პასტა გამოვიყენეთ მე და ჩემმა შვილმა, მაგრამ არ მოვწამლულვართ“,-აცხადებს ქეთევან ჯობავა. თავის მხრივ დევნილები აცხადებენ, რომ  ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს დაუკავშირდნენ, რომელიც აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
Print