Error
რუბრიკები
დედაქალაქში დაგეგმილ აქციას წალენჯიხიდანაც უერთდებიან
დედაქალაქში დაგეგმილ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის აქციას წალენჯიხიდანაც უერთდებიან. როგორც რადიო „ათინათის“ წყარო იტყობინება 200-მდე აქტივისტმა წალენჯიხის რაიონი გამთენიისას დატოვა. აღნიშნულ საკითხზე რადიო „ათინათი“ რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, ავთანდილ გაბელიას დაუკავშირდა. გაბელიამ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თბილისისკენ მიმავალი აქტივისტების ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
Print