რუბრიკები
ხობში “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტია დატოვეს (ვიდეო)
„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რაიონული ორგანიზაცია გაუქმდა.   ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ნუგზარ შუშანიას განმარტებით, პარტიის 70-ვე წევრმა და 200-მდე მხარდამჭერმა ხობში „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვა  და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.  პარტიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ამის მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი და მათ  მხარდამჭერ აქციებზე სიარულია. ნუგზარ შუშანიამ  ამის მაგალითად  გუშინდელი დღე მოიყვანა, როდესაც  "თავისუფალი დემოკრატების ლიდერები: ბუკა პეტრიაშვილი და  სხვები “რუსთავი2”-ის მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.   მისი განმარტებით, “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი მედია და ის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ რუპორად დღემდე ითვლება.
Print