რუბრიკები																												
					
				
										
											განათლების მინისტრმა სოფელ ჭოღაში სკოლა გახსნა									
			
		
						
								
			
			
			
								
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში განახლებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილე კობა ქანთარიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭოღას სკოლაში ზაფხულის პერიოდში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 
მინისტრმა  სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დიხამინჯიას სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.			 
			
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები