PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/DEVNILEBI-.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდში რაიონულ საავადმყოფოს ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს (video)
22:35 / 24.04.2013
ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა კარავი გაშალეს და შიმშილობის აქცია დაიწყეს. ამ დროისთვის მოშიმშილე 10-მდე დევნილი შიმშილობის დაწყების მიზეზად სხვადასხვა პრობლემას ასახელებს. ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოშიმშილეების რიცხვი გაიზრდება.
ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებაში ამ დროისთვის სულ 43 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია ჩასახლებული. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებას ითხოვს, ხოლო ნაწილი დროებით საცხოვრებელზე სანიტარული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით უერთდება შიმშილობის აქციას.
მოშიმშილეებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა მივიდა და მათი მოთხოვნები მოისმინა. ქოჩუას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და კითხვებზე პასუხის მისაღებად დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამისამართა.
მასალის გამოყენების პირობები