Error
რუბრიკები
სამუშაო ჯგუფები რეგიონული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობენ (video)
რეგიონული განვითარების სტარეგიულ გეგმაზე დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ახალ სტატეგიებსა და გამოწვევბზე ისაუბრეს. სტატეგიული გეგმების  შემუშავება მთავრობის  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  წარმომადგენელი კონსტანტინე ხმალაძე აღნიშნავს, რომ განვითარების სტარტეგიები  რეგიონული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი სტრატეგიები კი ეკონომიკურ  განვითარების ახალი სამთავრობო პოლიტიკით არის განპირობებული. „რეგიონული განვითარების ახალი სამთავრობო პოლიტიკა წინა პლანზე სოციალურ საკითხებს  და რეგიონების დამოუკიდებელი, ავტონომიური  ფუნქციონირების შესაძლებლობების განსაზღვრის საკითხს წამოსწევს.“-აცხადებს ხმალაძე რეგიონის განვითარების საბჭოსთან სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე მომუშავე  ჯგუფები შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები,  როგორც არასამთავრობო ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. ჯგუფები სოციალური განვითარების, ეკონომიკურ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებად იქნა დაყოფილი. სამუშაო ჯგუფები ცალკეული დარგების მიხედვით  სვოტ ანალიზზე მუშაობენ რის შემდეგაც მათ მიერ  განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით წინადადებები იქნება წარმოდგენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხადებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტი რეგიონული განვითარების საბჭოს წარედგინება და დაახლოებით 2 თვის ვადაში  სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტატეგიული გეგმა 2013-2017 წლებსითვის მზად იქნება.
Print