Error
რუბრიკები
სამეგრელოს რეგიონის დიდ ტერიტორიაზე კოლხური ბზის დაავადება დაფიქსირდა (video)
კოლხური ბზის განადგურების საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოლხური ბზის განადგურების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა, შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.“ სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათთან“ საუბარში „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ რეგიონულმა კოორდინატორმა მაია კოდუამ აღნიშნა, რომ „კავკასიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ“ (CENN) პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კოლხური ბზის სოკოვანი დაავდება დაფიქსირდა. ორგანიზაცია პრობლემის აღმოსაფხვერელად სპეციალური ღონისძიებებსი გატარებას გეგმავს.
Print