Error
რუბრიკები
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლების დამატებითი რეისები შესრულდება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლების დამატებითი რეისები შესრულდება. "საქართველოს რკინიგზის" კომპანიის ცნობით,  რეისების დამატება მგზავრთა ნაკადის მოსალოდნელი მატების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოხდება. „თბილისი-ზუგდიდი–თბილისის მიმართულებაზე ჩქარი ელექტრომატარებელი ზუგდიდის მიმართულებით გავა 08:45 საათზე და დანიშნულების სადგურში იქნება 14:15 საათზე. საპირისპირო მიმართულებით კი რეისს შეასრულებს 18:00 საათზე და თბილისში დაბრუნდება 23:25 საათზე", - აცხადებენ რკინიგზაში.
Print