PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/Untitled3.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდში ასოციაცია "ათინათის" ხელმძღვანელობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა (video)
21:09 / 27.04.2013
ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 85 პარტნიორი სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებიი, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რაიონის თვითმმართველობების, ბიზნესების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.
ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, რეკომენდაციების შემუშავება და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით.
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლის მეშვეობითაც მოძებული იქნება რესურსები და მოხდება მათი მობილიზაცია, დაიგეგმება პროექტების განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით დას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებდა.
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები