Error
რუბრიკები
მარსზე ვაკანსია გამოცხადდა
“გაფრინდი მარსზე და აღარ დაბრუნდე”. ეს არა განშორებისას ნათქვამი ფინალური ფრაზაა, არამედ იმ ვაკანსიის აღწერა, რომელიც კომპანია “მარსი 1”-მა გამოაცხადა. “მარსი 1” ნიდერლანდებშია დარეგისტრირებული. კომპანია გეგმავს 2033 წელს ოთხი ასტრონავტისგან შემდგარი ექსპედიცია მარსზე გაუშვას. განცხადება იმის შესახებ, რომ კონკურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კომპანიის ხელმძღვანელმა ბას ლანდსდორპმა პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. კომპანიის გათვლით ექსპედიციის მოსამზადებლად 6 მილიარდი ევროა საჭირო. კანდიდატების შერჩევა ერთ-ერთი რეალითი შოუს დროს მოხდება. „ მარსი 1”-ის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ წითელ პლანეტაზე გამგზავრების მსურველთა რაოდენობა მინიმუმ მილიონი იქნება. euronews
Print