რუბრიკები
საქართველოში აპატრიდი ბავშვების სტატისტიკა არ არსებობს
გაეროს მიერ მოქალაქეობის არმქონე ბავშვების რაოდენობის შესახებ მსოფლიო სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ „ათინათი“ დაინტერესდა საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობით და სტატისტიკის მოსაძიებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ „არ აქვთ სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი მოქალაქეობის არმქონე ბავშვია დაბადებული საქართველოში“. აღსანიშნავია, რომ საქართველო ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გახდა 1954 წლის კონვენციის მონაწილე, რომელიც აპატრიდების (მოქალაქეობის არმქონე პირების) სტატუსს არეგულირებს. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანია აღრიცხული, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია. ორგანიზაციის ცნობით, აპატრიდი ბავშვები მსოფლიოში ყოველ 10 წუთში იბადებიან. ამავე თემაზე გაერო: ყოველ 10 წუთში მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე ბავშვი იბადება
Print