- Error
-
- PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/a1270056711.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
პასკა
მასალა:
- 2 ჩაის ჭიქა კვერცხის გული
- 1,5 ჩაის ჭიქა ცილა
- 2 ჩაის ჭიქა ერბო
- 1,5 ჩაის ჭიქა საფუარი
- 2 ჩაის ჭიქა შაქარი
- 5-6 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი
- 1 ჩაის ჭიქა ცუკატები
- შაქრის პუდრა
- რომში ან არაყში დაყენებული ზაფრანა და სურვილისამებრ სხვა სურნელოვანი სანელებელი
ერბო და შაქარი ერთად ათქვიფეთ. კვერცხის გულები და ცილა კი ცალ-ცალკე. ათქვეფილ კვერცხის გულში ჩაუმატეთ შაქრიანი ერბო. ჩააზილეთ სანელებლები, წინდაწინ დაყენებული საფუარი და ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ზილეთ კარგად და დიდხანს (ცომი არ უნდა ეკრობოდეს ხელს). შემდეგ ერთი საათით დადგით თბილ ადგილას. დაუმატეთ ცუკატები ან ქიშმიში და თეთრად ათქვეფილი ცილა. მიღებული ცომი გადაანაწილეთ ცხიმწასმულ სპეციალურ ფორმებში (თუნუქის ან ალუმინის) და დადგით ამოსასვლელად. როცა ცომი კარგად ამოვა, შედგით საშუალოდ გახურებულ აირღუმელში და გამოაცხეთ (დრო დამოკიდებულია პასკის ზომაზე: პატარა ფორმებისთვის მინიმუმ 30წთ; დიდებისთვი 1სთ). გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
კულიჩი ნუშით
ხაჭოს პასკა კაკლის მურაბით
მასალის გამოყენების პირობები