რუბრიკები
ყაჩაღობა სოფელ ფოცხოში - დაკავებულია 5 პირი (ვიდეო)
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 23 წლის, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, 28 წლის, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, 24 წლის ლევან ჯ, 26 წლის ლაშა ჯ. და 47 წლის, წარსულში ნასამართლევი იმედა ტ. სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს. დეტექტივ-გამომძიებლის ირაკლი სამხარაძის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, ასევე სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.
Print