რუბრიკები
სვანეთში სამთო–სათხილამურო კურორტი გაიხსნება
სვანეთში 2015 წლის 15 დეკემბრისთვის სამთო–სათხილამურო კურორტ "თეთნულდის“ გახსნა იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ევროს (დაახლოებით 95 მილიონ ლარი) შეადგენს. ის საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების თანამშრომლობით ხორციელდება. კურორტისთვის სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურა ფრანგული კომპანია Pomagalski-ის მიერ არის მოწოდებული. საბაგიროების მონტაჟს კი ავსტრიული კომპანია RMS ახორციელებს. პროექტში ასამდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივია. "თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ) იქნება. სპეციალისტების დასკვნით, "თეთნულდი“ 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურე კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. [gallery columns="2" ids="54416,54417"]
Print