რუბრიკები
„ათინათში“ საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათში“ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კონსორციუმის პროექტის „LIFE Georgia“ ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტი „LIFE Georgia“ გააცნო. მას არასამთავრობო ორგანიზაციები: „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF), “ათინათი“, „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ , განათლება დემოკრატიისთვის“, სამართლებრივი დახმარება საქართველო“ და „ვორლდ ვიჟენ საქართველო“ ახორციელებენ. პროექტის „LIFE Georgia ( საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა) მთავარი ამოცანაა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობი გზით. აღნიშნული შემდეგი ღონისძიებებით მიიღწევა: სამეწარმეო და ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარება და ბიზნეს იდეების დაფინანსება, პროფესიული განათლება, კონსულტირება, კურსდამთავრებულების სტაჟირება და სხვ. პროექტი სამეგრელოსა და შიდა ქართლში ხორციელდება და მას ევროკავშირი აფინანსებს.
Print