რუბრიკები
ნიგვზიანი შოკოლადის ნამცხვარი
მასალა: ფქვილი – ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი – ნახევარი ჩაის ჭიქა კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი ცომისთვის და 3 სუფრის კოვზი გლაზურისთვის კვერცხი – 2 ცალი კარაქი – 120 გრამი ცომისთვის და 5 სუფრის კოვზი – გლაზურისთვის რძე – 2 სუფრის კოვზი მარილი – 1/4 ჩაის კოვზი ნიგოზი და შოკოლადი - გემოვნებით. გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავუმატოთ ფქვილი, მარილი, კაკაო, კვერცხი და ავთქვიფოთ. მოვათავსოთ ფორმაში. ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.   შოკოლადის გლაზურისთვის: კარაქი და კაკაო ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ რძე, შაქრის ფხვნილი და ავადუღოთ. ბისკვიტს წავუსვათ გლაზური, დავჭრათ ნაჭრებად და გავაფორმოთ ნიგვზით და შოკოლადით.
Print