რუბრიკები
ოკუპირებული აფხაზეთიდან ორ თვეში 610 ტონა თხილი გადმოიტანეს
გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გალის რაიონიდან აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 610 ტნ. თხილი გადმოზიდეს. ამის შესახებ ნადარაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც თავისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, საბაჟო ორგანოებმა გამშვებ პუნქტებზე თხილის აწონვა დაიწყეს. ნადარაიას განცხადებით, „ფასზე გავლენას მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი და არა დე ფაქტო აფხაზეთში ამოქმედებული საბაჟო გადასახადი ახდენს“. ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე დაწესებული გადასახადი 1 კგ თხილზე 25 რუსული რუბლია.
Print