რუბრიკები
საგვარეულო ძვირფასეულობა ისევ მოდაშია
  ამერიკულმა ანტიკვარიატის სახლმა Fred Leighton-მა მოდაში რეტრო სტილის სამკაულების დაბრუნებას ხელი შეუწყო. Fred Leighton-ი XIX-ე საუკუნის სამკაულებზე სპეციალიზირდება. ანტიკვარიატის სახლის მომხმარებლები უკვე გახდნენ ნიკოლ კიდმანი, სარა ჯესიკა პარკერი, ლორა ბუში, კეტრინ ზეტა ჯონსი და ჯენიფერ ლოპესი. ძველებურ სტილში დამზადებული სამკაულების პოვნა  უკვე  Armani-ს, Calgaro-ს, Gurhan-ის, Tagliamonte-სა და Prologue-ის კოლექციებშია შესაძლებელი. დიზაინერების აზრით, ძველ რომაულ და ბიზანტიურ სტილში დამზადებული სამკაულები ყოველთვის აქტუალური იქნება.
Print