რუბრიკები
გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება დღის ბოლომდე აღუდგებათ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აბონენტების ნაწილს სტიქიის შედეგად ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრს, ზუგდიდში 3726, ჩხოროწყუში 1278, ფოთში 171, სენაკში 734, აბაშაში 70, ხობში 333, მესტიაში კი 425 აბონენტს.
Print