რუბრიკები
ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებული ჟორჟოლიანის ოჯახის წევრების აქცია პროკურატურასთან (ვიდეო)
სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მსჯავრდებული დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის ინფორმაციით, დავით ჟორჯოლიანს დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად  ცოლზე ძალადობა და გაუპატიურება ედება. ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და საქმის პროკურორს და ბრალდების მხარის დვოკატს  ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა.
Print