რუბრიკები
ქათმის ხორცისა და სოკოს ღვეზელი
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 50 გ. კარაქი. • 3 გ. წყალი. • ½ ჩ.კ. მარილი. • 200 გ. ფქვილი. • 300 გ. ქამა სოკო. • 300 გ. ქათმის ფილე. • 1 ც. ხახვი. • 170 მლ. ნაღები 20%-იანი. • 2 ც. კვერცხი. • 150 გ. ყველი. • სუნელები გემოვნებით. მომზადების წესი: კარაქი და კვერცხი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ფქვილი, წყალი, მარილი, და მოზილეთ ცომი. გაახვიეთ სამზარეულოს პარკში და შედეთ მაცივარში 30 წუთი. ✔ ფილე მოხარშეთ და დააქუცმაეთ. სოკო შეწვით ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი, პილპილი. ასევე ქათმის ფილე. ყველაფერი ამოურიეთ დაგამორთეთ ცეცხლი. ✔ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას (32 სმ.) წაუსვით ცხიმი, გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაში. დაუმატეთ შიგთავსი და ცომს გვერდები მოუსწორეთ. ✔ ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ნაღები და ყველი. ყველაფერი კარგად ამოურიეთ და ზევიდნ მოასხით ღვეზელს. აცხვეთ ღვეზელი 35-40 წუთი. გემრიელად მიირთვით
Print