რუბრიკები
VOGUE: ქართული მოდა პირდაპირ ჩვენი გარდერობებისაკენ მიიწევს
ფრანგული მოდის ჟურნალი “ვოგი” (VOGUE), საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქართული ფეხსაცმელი, რომლებიც თბილისში გამართულ მოდის კვირეულ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi Spring 2016-ზე ნახეს, ყველაზე ოსტატურადაა შესრულებული. “ერთ-ერთი ყველაზე ოსტატურად შეკერილი ფეხსაცმელი, რაც კი ოდესმე გვინახავს, საქართველოდანაა. ფეხსაცმელები, თბილისში გამართულ მოდის კვირეულ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi Spring 2016-ზე იყო წარდგენილი”, – აღნიშნავს ფრანგული მოდის ჟურნალი. “რა საერთო აქვთ მათ? ყოველი ფეხსაცმელი საქართველოშია დამზადებული. აგრეთვე, ღირს იმის აღნიშვნა, რომ ქართული ფეხსაცმლის დამზადებას თავისი უძველესი ისტორია აქვს. თბილისიდან დაახლოებით 5 საათის სავალზე, საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს, “არენი”-ს გამოქვაბულში, უძველესი ტყავის ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. ეს არის პატარა ქვეყანა ძლიერი ინდივიდუალურობით. ახლა კი ეს პატარა ქვეყანა თავისი მოდით წინ მიიწევს, პირდაპირ ჩვენი გარდერობებისაკენ”, – წერს ფრანგული ჟურნალი.
Print