რუბრიკები
"ტელმანის" მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, ე.წ. "ტელმანის" უბნის  მცხოვრებლები დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მდინარე ჯუმზე დამბის მშენებლობა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით,  ყოველი წვიმის დროს მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორება, სახნავ-სათესი მიწები კი ნადგურდება. "ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა ცხოველი. მდინარე ჯუმზე დამბაა გარღვეული, ხომ უნდა მოგვხედოს ვინმემ. ყოველი წვიმის მოსვლას შიშით ვხვდებით",- აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები. საკითხზე კომენტარი გააკეთეს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც განმარტეს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და მოსახლეობის კომპენსირება მოხდება. ნაპირსამაგრი სამუშაოები კი დაფინანსების მოძიებისთანავე ჩატარდება.
Print