რუბრიკები																												
					
				
										
											ნარაზენში ხანძარს მოხუცი და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა 									
			
		
						
								
			
			
			
								
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ბეჭვაიების სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მოხუცი და-ძმა ლომინი და ნელი ბეჭვაიები იმყოფებოდნენ, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ხანძრის გაჩენა , ბეჭვაიების მეზობლების ვარაუდით, დაუდევრობამ და სიგარეტის ნამწვავებმა გამოიწვია.
გამგეობის ადმინისტრაციის განმარტებით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს უწყება გაიღებს.
 
 
 
 
 
 
 			 
			
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები