Error
რუბრიკები
გამგეობამ 360-მდე ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტი გადასცა (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 360 მდე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა. სააღდგომო პასკა, კვერცხი, კარაქი, თაფლი და სხვა სასურსათო პროდუქტი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ მოადგილეებთან ერთად ზუგდიდში მდებარე „სოციალურ საცხოვრისში“ დაბინავებულ 15 ოჯახს  თვითონ გადასცა. იგი ასევე პირადად ესტუმრა „სოცილურად დაუცველთა სასადილოს“  ბენეფიციარებს, სადაც  მომსახურებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 200-მდე ადამინი სარგებლობს. დღსვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორმოცამდე პიროვნებას და ასევე დედ-მამით ობოლ ადამიანებს დაეხმარა. უმწეოები მედიასთან საუბარში გამგეობის სამსახურსის წარმომადგენლებს მასდლობას უხდიან და იმედოვნებენ, რომ მათ მსგავსი დახმარებები მომავალშიც გაეწევათ.
Print