რუბრიკები
სალხინოში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ქართველ ოლიმპიელებზე შექმნილი წიგნის „მოგზაურობა ოლიმპეთში“ რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ოლიმპიელი ჩემპიონები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ რუსია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე პეტრე ესწრებოდნენ. წიგნი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
Print